მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკის“ შესახებ შეკითხვაზე: ეს კითხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია

„კითხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია“, – ასე უპასუხა დღეს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მის თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა „თი-ბი-სის“ მიმართ რა სანქციებიც გამოიყენა, იყო ლეგიტიმური.
„ყველა ინსტიტუციური აქციონერი „თი-ბი-სიში“, მათ შორის, „თი-ბი-სის“ მენეჯმენტი, თანხმდება და მოხდა ეროვნულ ბანკთან შეთანხმება იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა რა სანქციებიც გამოიყენა, იყო ლეგიტიმური. თქვენ ინსტიტუტებზე საუბრობთ. ეროვნული ბანკის მოქმედებები იყო ლეგიტიმური და მათ შორის ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება,  არის ლეგიტიმური. ეს არის პასუხი ინსტიტუციური აქციონერებისა და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რასაც თქვენ ამბობთ.
„თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით  კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მოხდა შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „თი-ბი-სი ბანკს“ შორის. ეს შეთანხმება გაზიარებულია მისი ყველა ინსტიტუციური ინვესტორის მხრიდან და გაზიარებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. ეს არის მოცემულობა და ამას ეთანხმებით? თუ ეროვნულ ბანკსა და „თი-ბი-სი ბანკს“ შორის ეთანხმებით ამ შეთანხმებას, მაშინ უნდა დაეთანხმოთ ყველაფერს, რაც მოჰყვება ამ ქეისს.
პასუხის მოსმენა თუ გაინტერესებთ, გიპასუხებთ. თუ გნებავთ, წერილობით გამოგიგზავნით უფრო დეტალურს. მე გპასუხობთ თქვენ კითხვაზე, რომ თქვენი კითხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია. რატომ განვმარტე? იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა რაც გამოიყენა, რა ნაბიჯიც გადადგა, მას დაეთანხმა ყველა. ეს იყო ლეგიტიმური ნაბიჯი“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის ფორმატში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები