ბახტაძე სამადაშვილს: თქვენ მიერ ნახსენებ ადამიანს ძალიან დიდი დრო ჰქონდა, გარეჯთან დაკავშირებული საკითხი დაერეგულირებინა ისე, როგორც საჭიროა

“თქვენ  მიერ ნახსენებ ადამიანს ძალიან დიდი დრო ჰქონდა, გარეჯთან დაკავშირებული საკითხი დაერეგულირებინა ისე, როგორც საჭიროა”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვას დავით გარეჯთან დაკავშირებით.
„იმ ადამიანს, რომელიც ახსენეთ, ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ, თუ რამის თავი ჰქონდა, ეს საკითხი დაერეგულირებინა ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად დარეგულირდება ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველასთვის ძალიან ფაქიზი საკითხია და თუ ვინმეს აქვს სურვილი, ისარგებლოს სიტუაციით, ეს არის ოკუპანტი ქვეყანა.
„აქვე მაქვს კითხვა  იმ პარტიებთან, რომლებიც დასავლეთზე ორიენტირებულად პოზიციონირებენ და რეალურად არ არიან, თქვენმა არსებულმა თუ ყოფილმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადება გააკეთა, რომ ევროპას აქვს კოლონიალური პოლიტიკა. თუ თქვენ გულწრფელად გაქვთ ევროპული მისწრაფებები, კეთილი ინებეთ, გამოდით და გააკეთეთ შესაბამისი განცხადებები. სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და არა ის, რაც ხდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები