თორნიკე რიჟვაძე დაკავებულებზე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში თანამდებობა გარანტია ან პრივილეგია არ არის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში თანამდებობა გარანტია და პრივილეგია არ არის.
“რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ისარგებლებს ხელშეუხებლობით. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას. ასევე, მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება და ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი. კანონის წინაშე ყველა თანაბარია”, – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები