„რულოვსი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა, დღეს საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული და “ოსანას” უმღერის სამეგრელოს“

„სანდრა რულოვსის შავბნელი საქმიანობის შესახებ პროკურატურას პირადად შევთავაზე ოქროს მოწმის მიყვანა, მაგრამ თავი აარიდეს“, – ამის შესახებ ალექსანდრე ახალკაცი, რომლის რეალურ ისტორიაზე „ჰეროკრატიის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სერია შეიქმნა, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს
იგი რამდენიმე კვირის წინ განსასჯელის სკამზე სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ტაქსის მძღოლს გამოესარჩლა. 4 აპრილს კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 1500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. ალექსანდრე ახალკაცი გამოცემასთან წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ ის ბრძოლას სტრასბურგამდე გააგრძელებს: „სანდრა რულოვსის შავბნელი საქმიანობის შესახებ პროკურატურას პირადად შევთავაზე ოქროს მოწმის მიყვანა, მაგრამ თავი აარიდეს.ქალბატონი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა, დღეს საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული და “ოსანას” უმღერის სამეგრელოს. ჩემი შეთავაზება პროკურატურისადმი მოწმის შესახებ ძალაში რჩება, მაგრამ ვინ მოინდომებს ამას. სად არის ე.წ. ნიბკა -პაჭკორია, რომელიც სისხლის ტბებს აყენებდა ციხეებში. დააკავეს თუ არა, იმავე დღეს გამოუშვეს გირაოს სანაცვლოდ ციხიდან! ცოცხალი ადამიანი რომ მორგში ვიწექი, ციხის დირექტორი მაშინ ხათუნა კალმახელიძე იყო, მაგრამ დღეს ეს ქალბატონიც არხეინად დანავარდობს გარეთ. სამართალი რომ იყოს, წესით, კარგა ხნის წინათ უნდა ჩაესვათ ციხეში – პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას“, – აცხადებს ალექსანდრე ახალკაცი, რომელმაც ყოფილი ხელისუფლების დროს საპატიმროდან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო და წარმატებით ჩააბარა, რის შედეგადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს კონსტიტუცია შეცვალეს.
„დიახ, მე ის ალექსანდრე ახალკაცი ვარ, რომელმაც რეჟიმთან ბრძოლას საკუთარი ოჯახის წევრები შევწირე. ის ალექსანდრე ახალკაცი ვარ, რომელმაც სამი დღის განმავლობაში მიცვალებულებზე მიმაჯაჭვეს და ვერ გამტეხეს. ის ალექსანდრე ახალკაცი ვარ, „ადინოჩკაში“ მყოფმა ციხიდან ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და მიშას კონსტიტუცია დავარღვევინე“, – აცხადებს ყოფილი პატიმარი. როგორც ალექსადრე ახალკაცი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რეჟიმი დღესაც შესაცვლელია და მას ირაკლი ღარიბაშვილის იმედი აქვს, რომელიც ახლახან დაბრუნდა პოლიტიკაში. თუმცა, იგი ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, ძველი მებრძოლები შემოიკრობოს, ვინც ხელისუფლების ცვლილებაში დიდი როლი ითამაშა. ალექსანდრე ახალკაცს მხედველობაში აქვს პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც მისსავე გადარჩენასა და ხელისუფლების ცვლილებაში, პატიმრებთან ერთად, დიდი როლი შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები