კახეთში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დამწვარი იპოვეს
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარ უბედურ შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა და დაიწვა.
ადგილზე მისულმა სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამსახურმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლო.