„ავერსის“ მფლობელმა „შიდსის ცენტის თანამშრომლებს „წამზომი ჩაურთო“ – „შეუწყვიტეთ იმუნიტეტი დავით სერგეენკოს“

„შეუწყვიტეთ იმუნიტეტი დავით სერგეენკოს“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის შენობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მკითხველს ვრცელ სტატიას სთავაზობს.
საქმე ეხება შიდსის ცენტრს, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გაიყიდა და „ავერსისა“ და „ავერსის კლინიკის“ მფლობელმა, პაატა კურტანიძემ შეიძინა.
ამჟამად, შენობა ყაზბეგის გამზირზე ინფექციურ საავადმყოფოს ეზოშია განთავსებული. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შიდსის ცენტრის შენობისთვის ახალი ტერიტორია ლუბლიანას ქუჩაზე გამოყვეს. თუმცა, 7 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ შენობის მშენებლობის საძირკველიც კი არ გაუთხრიათ. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ „ავერსის“ მფლობელმა პაატა კურტანიძემ „შიდსის ცენტის თანამშრომლებს „წამზომი ჩაურთო“. კერძოდ, შიდსის ცენტრის ადმინისტრაციამ და თანამშრომლებმა შენობა რამდენიმე თვეში უნდა დატოვონ. მათ საბოლოო ვადა 2019 წლის ივნისის ბოლომდე აქვთ. „ დღეს საქართველოში შიდსის ეპიდემია რომ არ მძვინვარებს, ეს სწორედ შიდსის ცენტრის დამსახურებაა! C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლითაც სერგეენკოს უწყება და მთელი ხელისუფლება ასე იწონებს თავს, პრაქტიკაში წარმატებით რომ ხორციელდება, ამაშიც შიდსის ცენტრს მიუძღვის ლომის წილი! პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი სისრულეში სერგეენკოს მოჰყავს! სერგეენკო, რომელმაც, მთელი 6 წლის განმავლობაში, ერთხელაც არ ინება, რომ შიდსის ცენტრის მედპერსონალს შეხვედროდა და მისი პრობლემები მოესმინა; სერგეენკომ, რომელმაც, მთელი ექვსი წლის განმავლობაში, შიდსის ცენტრისთვის ახალი შენობა არ ააშენა და სტრატეგიული სამედიცინო დაწესებულება, მისი აურაცხელი პაციენტებითურთ, კოფასისთვის გაწირა, არ არის ღირსი, საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის პოსტი ეკავოს. ეტყობა, სერგეენკოს თანამდებობრივი იმუნიტეტი თავში აქვს ავარდნილი!“ – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები