ლადო კახაძე: პაატა ბურჭულაძის პარტიამ მიღალატა

„ოცნებამ” ყველა ჩემი შეცდომით მიმიპატიჟა“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლადო კახაძე და „ასავალ-დასავალთან“ საკუთარ პოლიტიკურ შეცდომებზე საუბრობს.
„ჩემს წარსულს უკან არასდროს წავიღებ. მე, ლადო კახაძეს, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პროფესიული შეცდომებიც დამიშვია და ჩემი დღევანდელი საუბარი სწორედ ამ შეცდომების ანალიზია. „ოცნებამ“ ჩემი ყველა შეცდომით მიმიპატიჟა. თუმცა, ერთ რამეს გულწრფელად ვიტყვი – როდესაც ბურჭულაძის პარტიაში მოვხვდი, არ ვიცოდი ნაციონალებთან მათი ურთიერთობის შესახებ. ყოველთვის თამამად ვაფიქსირებდი საწინააღმდეგო აზრს. ალბათ, ამიტომაც ვერ ვჩნდებოდი ეკრანზე. ხმამაღლაც მაქვს ნათქვამი – ნუ მომცემთ ხმას, თუ ნაციონალებთან ვასოცირდები-მეთქი. უფრო გული მტკივა იმაზე, რომ ჩემით მანიპულირებას შეეცადნენ. მათ ამ საქციელს ღალატად მივიჩნევ. ხაზგასმით ვამბობ – მიღალატეს“, – აცხადებს ლადო კახაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები