მუსლიმ ალ შიშანი: როდესაც გავიგეთ, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოდიოდა, საქართველოს ხელისუფლებას დახმარება შევთავაზეთ

მუსლიმ ალ შიშანი (მურად მარგოშვილი), რომელიც სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დაჯგუფება “ჯუნუდ აშ შამის” (“სირიის მებრძოლები”) მეთაურია, ადასტურებს, რომ სხვა ქისტებთან ერთად, მზად იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ცხინვალში ებრძოლა.
ამის შესახებ ის გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
“როდესაც გავიგეთ, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოდიოდა, საქართველოს ხელისუფლებას დახმარება შევთავაზეთ. თავიდან გვითხრეს, დაიცადეთ და როცა თქვენი დახმარება დაგვჭირდება, აუცილებლად დაგიძახებთო. რამდენიმე ხნის შემდეგ, მართლაც მოვიდა კაცი და გვითხრა, სიტუაცია უმძიმესია და თქვენი დახმარებაა საჭიროო. ამ დროისთვის, ისედაც მზად ვიყავით, რადგან ვგრძნობდით სიტუაციის სიმძიმეს­. იმავე საღამოს შევკრიბეთ 200 კაცზე მეტი და პირველი ჯგუფი გავგზავნეთ, დანარჩენები თბილისში გათენებამდე უნდა ჩასულიყვნენ. უკვე გვიანი ღამე იყო, როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, მოიცადეთო. იმ დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ჩამოფრინდა და მოლაპარაკების შემდეგ, ომიც შეწყდა. ჩვენი გაგზავნილი ჯგუფი უკან დავაბრუნეთ. აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან საქართველო ჩვენი სამშობლოა, ეს იყო საერთო გასაჭირი და არ შეგვეძლო ასეთ დროს განზე გადგომა”, – აცხადებს მუსლიმ ალ შიშანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები