450 მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოპარვის გამო 28 წლის მამაკაცი დააკავეს

    ტოკიოში დააკავეს ქურდი, რომელიც ოფიციანტებს ქუსლიან ფეხსაცმელებს ჰპარავდა, – ამ ინფორმაციას, იაპონიის პოლიციაზე დაყრდნობით, “Agence France-Presse” ავრცელებს. 28 წლის შო სატოს ბინის ჩხრეკის შედეგად 450 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აღმოაჩინეს, რომლებიც ქალბატონებს ეკუთვნოდა. ქურდმა განაცხადა, რომ მას ფეხსაცმელების მოპარვა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და არანაირი სხვა, ანდა ფინანსური მიზეზების გამო არ იპარავდა.
2013 წლის ნოემბერში ერთ-ერთი კლუბიდან მამაკაცმა 14 წყვილი ფეხსაცმელი და კოსმეტიკა მოიპარა. როგორც გაირკვა, დაკავებულს საკუთარი სახლი არ აქვს და არც არსად არ მუშაობს. ის მოპარულ ფეხსაცმელებს ოჯახში ინახავდა. პოლიცია მამაკაცის კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც იგი ტოკიოს ერთ-ერთი ბარის თანამშრომელმა ფულის მოპარვისას შეამჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები