„გენერალურმა პროკურატურამ გამოარკვიოს, როგორ დაფუძნდა „თიბისი ბანკი“ და ვინ შეჭამა ქართველი ხალხის ანაბრები?“

„თუ ხელისუფლებას სურს, სამართალმა პური ჭამოს, მაშინ გენერალურმა პროკურატურამ ის უნდა გამოარკვიოს, ქართველი ხალხის ანაბრები ვინ შეჭამა?“- ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემა „თიბისი ბანკის“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და მამუკა ხაზარაძეს ქართველი ხალხის ანაბრების მითვისებაში ამხელს.
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი წარსულს იხსენებს და მკითხველს ინფორამციას აწვდის, თუ როგორ დაარსდა 1992 წელს „თიბისი ბანკი“.
„ჩვენი ღრმა რწმენით, ქართველი ხალხის ანაბრები, სხვა ცნობილ ვირთხებთან ერთად, ედუარდ შევარდნაძის ხელდასმით და ლოცვა-კურთხევით, სწორედ მამუკა ხაზარაძემ შეჭამა, როცა აფხაზეთში სისხლისმღვრელი და თავიდანვე წასაგებად განწირული ომის წამოწყებიდან ზუსტად ერთ კვირაში, 1992 წლის 20 აგვისტოს, თბილისში სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახალხო საინვესტიციო კორპორაცია“ დააფუძნა. მამუკა ხაზარაძესთან ერთად კორპორაციის დამფუძნებლები იყვნენ დავით მაყაშვილის უძრავი ქონების ბირჟა; ქონების ბირჟა „უტა“; ტელეკომპანია „იბერვიზია“ და ვინმე კანდელაკის ფირმა „SB”.
სწორედ ედუარდ შევარდნაძემ დართო მამუკა ხაზარაძის “კორპორაციას“ ნება, მოსახლეობის საბანკო ანგარიშებზე აკუმილერებული თანხები თავისთან გადაეტანა და 1992 წლის დეკემბერში, „საქართველოს სახალხო საინვერსიტიციო კორპორაციამ“ დააფუძნა „თიბისი ბანკი“, საიდანაც კორპორაციის შემნახველი სალაროებიდან და ნაღდი ანგარიშებიდან „აკუმულირებული 655 მეანაბრის კუთვნილი 64 მილიონ 60 ათასი მანეთი გადაიქაჩა.
1998 წლის 26 მარტს, „კორპორაცია“ გაუქმდა, მთელი მისი დოკუმენტაცია არქივებიდან გაქრა, ხოლო „კორპორაციის“ ფული ანუ ქართველი ხალხის ანაბრები, მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკმა“ შეითხვლიფა და ასე დაიწყო ხაზარაძის „500 დოლარიანი“ ყბადაღებული ბიზნესი“, – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“.
ამასთან, გამოცემა საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს, რომ მამუკა ხაზარაძის საქმეზე დაიკითხონ ბიზნესმენი მამუკა სანადირაძე, ანზორ ქოქოლაძე და კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემის მსხვერპლნი გახდნენ და ბიზნესები წაართვეს. გამოცემა, ამ საქმეებს მამუკა ხაზარაძეს და „თიბისი ბანკს“ უკავშირებს.
როგორც გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სტატიაში აღნიშნავს, იგი ზემოთ აღნიშნულ ბიზნესმენების გაკოტრებას ყოფილ ხელისუფლებას და „თიბისი ბანკს“ უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები