სოფელ აჯამეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლმა დაახლოებით, 3 ჰექტარ ტერიტორია გაანადგურა. .შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი აჯამეთის ნაკრძალზეც გავრცელებულიყო, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა დროულად მოახერხეს.