“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მიხაელ როთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, 2025 წელს როთი მათ პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს, რაც კარგი იქნება”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მინდა, რაც შეიძლება ბევრჯერ გამოჩნდეს გათხოვილი კაცი, მიხაელ როთი კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ვეუბნებოდით, რომ ეს კაცი ლგბტ დროშით დაამარცხებდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და დაამარცხა, ვეუბნებოდით, რომ მერე წარუმატებელი იქნებოდა მათი ნებისმიერი ფაფხური და წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს გათხოვილი კაცი, მიხაელ როთი მომავალში გასამართლებულ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენ ვნახავთ, რომ მიხაელ როთი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ 2025 წელს პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს და ეს ძალიან კარგი იქნება“, – აღნიშნავს დეპუტატი.