რუსთავში გაზით 9 პირი მოიწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია – შსს-მ გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ რუსთავში მომხდარ  ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორივე ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს. 

 შემთხევა რუსთავში, გამთენიისას  მესხიშვილისა და ახმეტელის ქუჩაზე მოხდა. 

მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაცია ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღეს, ახმეტელის ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. ორივე შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა,  მოწამლულები კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს, სადაც  მათ სამედიცინ დახმარება ჩაუტარდათ. 

ამ დროისათვის, მათ კლინიკა უკვე დატოვეს და სახლში გაეწერნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები