ცაიშში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ახალგაზრდები ბეტონის კედელს შეეჯახნენ, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ემუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.