ანდრო გოცირიძე: ძალიან ცუდი დასანახი იყო ჩვენი პარტნიორებისა და საქართველოს იმიჯისთვის ეს ძალადობრივი ქმედებები

ექსპერტი ანდრო გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაგურაციის დღეს, კახეთში, კერძოდ, სოფელ ველისციხესთან, ოპოზიციის მხრიდან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ პოლიციაზე თავდასხმა და სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფა, ასევე დასჯადია და თავისთავად ცხადია, ამას სჭირდება რეაგირება.

„რაც შეეხება სამინისტროს მუშაობას, რასაკვირველია, დანაშაული უნდა აღიკვეთოს, უფრო მეტიც, პოლიციის დანაყოფების უფლებაც არის და მოვალეობაც, რომ დანაშაული აღკვეთოს და მეორეც, არ მოხდეს დაპირისპირება. განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეებში. პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კახეთში განვითერბულ ძალადობრივ ქმედებებს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში“,- აღნიშნა გოცირიძემ გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას.

ანდრო გოცირიძემ დიპლომატის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ აქ ჩანდა, რომ სამართალმა უნდა იმოქმედოს რეალურად,- „ძალიან ცუდი დასანახი იყო ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ხდებოდა“.

„ძალიან ცუდი დასანახი იყო ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ხდებოდა. ვფიქრობ, არჩევნების შედეგები უნდა იყოს აღიარებული და მეორე, თვითონ ეს პროტესტის ფორმა უნდა იყოს მშვიდობიანი. ყველა ქვეყანაში და ყველა პარტნიორის გადასახედიდან, სამართალდამცავ სისტემაზე თავდასხმა არის დასჯადი.ფაქტია, კრიზისი რეალურად განიმუხტა და მეორეც, ბოლოსდაბოლოს უნდა დამთავრდეს პოლიტიკის გამო, როგორც დაჭერა, ისე არდაჭერა. თუ ადამიანმა დაარღვია კანონი და მით უმეტეს, სამართალდამცავ სტრუქტურაზე თავდასხმა არის კატეგორიულად წარმოუდგენელი რამ, რაც ძალადობრივი დანაშაულია და ამის ნიშნები არსებობს, გამოძიებამ უნდა იაროს თავის გზით, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური პარტიის წევრია, ლიდერია, ხელმძღვანელია თუ ასე შემდეგ… რასაც ვუყურე, იქ პირდაპირ დანაშაულის ნიშნები ჩანს, კონკრეტული თავდასხმა და ქონების განადგურება. პოლიციაზე თავდასხმა და სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფა, ასევე დასჯადია და თავისთავად ცხადია, ამას სჭირდება რეაგირება. რაც შეეხება სამინისტროს მუშაობას, რასაკვირველია, დანაშაული უნდა აღიკვეთოს, უფრო მეტიც, პოლიციის დანაყოფების უფლებაც არის და მოვალეობაც, რომ დანაშაული აღკვეთოს და მეორეც, არ მოხდეს დაპირისპირება. განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეებში. შესაბამისად, ამ მხრივ, ვფიქრობ, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა იმ თვალსაზრისით, რომ პოლიცია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი წესრიგის დამცავი დანაყოფები ნაკლებად პოლიტიზირებული უნდა იყოს მართლწესრიგის და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში და უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით არათუ დაჭერა, არამედ არდაჭერაც. კანონმა უნდა იმოქმედოს ყველასთვის ერთნაირად“,- განაცხადა ანდრო გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები