მამუკა არეშიძე გუშინდელ მოვლენებზე: სააკაშვილის პრეზიდენტობისას რომ მომხდარიყო ასეთი რამ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა პოლიცია?! ძვლებს დაულეწავდნენ…
“მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას რომ მომხდარიყო ასეთი რამ – აქციის მონაწილეები თავს დასხმოდნენ პოლიციელთა მანქანებს, მინები ჩაემსხვრიათ ავტობუსებისთვის, ქვები დაეშინათ სამართალდამცავებისთვის… ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა პოლიცია?! – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
არეშიძე ინაუგურაციას და გუშინ განვითარებულ პროცესებს აფასებს.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ პროცესების ესკალაციას ცდილობს.
“მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას რომ მომხდარიყო ასეთი რამ – აქციის მონაწილეები თავს დასხმოდნენ პოლიციელთა მანქანებს, მინები ჩაემსხვრიათ ავტობუსებისთვის, ქვები დაეშინათ სამართალდამცავებისთვის… ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა პოლიცია?! ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ, ძვლებს დაულეწავდნენ და მიმდებარე სასაფლაოებზე დაყრიდნენ. როცა გრიგოლ ვაშაძემ იკითხა, განა ესაა ჩვენი შექმნილი პოლიციაო? – გამეცინა, მართლაც არ ჰგავს ეს პოლიცია სააკაშვილის დროის პოლიტიკურ, სადამსჯელო პოლიციას. პირდაპირი ეთერით ვუყურებდით, რა მოთმინებით იტანდნენ თავდასხმას. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ პროცესების ესკალაციას ცდილობს”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.