თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის ეზოში ფაცხები იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ. მ. ფართი. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
შეშელიძის ქუჩაზე, რესტორნის ეზოში ფაცხები იწვის (ვიდეო)
