„ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს“ – მარია ზახაროვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპრეცედენტო გამოსაფხიზლებელი დატუქსვა მოუწყო ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო გამოსაფხიზლებელი დატუქსვა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწყო თეთრ სახლში – კიდევ ერთხელ მოწმობს პოლიტიკურ სისუსტესა და მორალურ დეგრადაციას იმ ევროპული ლიდერების, რომლებიც კიდევ აგრძელებენ მხარდაჭერის გამოხატვას ნაცისტური რეჟიმის ხელმძღვანელის მიმართ, რომელმაც რეალობასთან კავშირი დაკარგა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

„ნაცისტური რეჟიმის ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში 28 თებერვალს წარმოადგენს კიევური რეჟიმის სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს“,- განმარტა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები