კეროლაინ ლივიტი: თეთრი სახლი არ აპირებს ცარიელი ჩეკების გამოწერას ომისთვის ძალიან შორს მყოფ ქვეყანაში რეალური და მყარი მშვიდობის გარეშე
აშშ აღარ გამოწერს ჩეკებს შორს მყოფი ქვეყნის ომისთვის, რეალური და მყარი მშვიდობის გარანტიის გარეშე, – თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა ზელენსკის და ტრამპს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა პარასკევს, 28 თებერვალს გამოაცხადა უკრაინისადმი ამერიკული დახმარების შესაძლო შეწყვეტის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ომში.
„ჯო ბაიდენი აღარ არის ოვალურ კაბინეტში. შეერთებული შტატები აღარ გამოწერს ჩეკებს შორეული ომისთვის რეალური, ხანგრძლივი მშვიდობის გარეშე. ეს არის ის, რაც პრეზიდენტს (დონალდ ტრამპს – რედ.) სურს”, – თქვა ლევიტმა Fox News-ის ინტერვიუში.