BBC: კირ სტარმერი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

კირ სტარმერი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს შუადღისას დაუნინგ-სტრიტზე შეხვდებიან“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში დღეს ჩავიდა.

კვირას, 2 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ დაგეგმილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები