იტალიაში ძაღლებისთვის განკუთვნილი პლაჟი გაიხსნა (ვიდეო)
იტალიის ქალაქ რიმინში პლაჟი გაიხსნა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ძაღლებიანი სტუმრებისათვის, – წერს “The Local”. ძაღლებისთვის პლაჟზე ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ მათ თავი კარგად იგრძნონ, ხოლო ძაღლის პატრონებისთვის ბარი გახსნეს, სადაც მათ ცივი სასმელების მირთმევა შეუძლიათ. ვისაც ძაღლი არ ჰყავს, სტუმრობა აკრძალულია. სანაპირო აღჭურვილია შეზლონგებით, საპირფარეშოებით, ძაღლის საჭმელი ჯამებით და ასევე ძაღლის საჭმელებით.
აქვე არის ადგილი, სადაც ძაღლებს ერთმანეთთან, ან მათ პატრონთან თამაში შეეძლებათ. სანაპიროზე არის ვეტერინარიც.
ამ სანაპიროს შექმნის იდეა ძმებ ლუკა და მარკო აგოსტინის გაუჩნდათ. ძაღლებისთვის განკუთვნილი სანაპიროს გარდა ისინი ასევე ჩვეულებრივი სანაპიროს მფლობელები არიან. მათი თქმით, ისინი ამ იდეის განსახორციელებლად დიდხანს ფიქრობდნენ. თუ რა ღირს სანაპიროზე შესვლა, სანაპიროს ვებგვერდზე Rimini Dog — No Problem არ გამოქვეყნებულა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=6S_8ReSLSJA&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]