გურიაში, მდინარე სუფსაში მაშველებმა 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გურიაში, მდინარე სუფსაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც დინებამ ჩაითრია.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები