ალექსი პეტრიაშვილი “გლობალური უსაფრთხოების” ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ბრატისლავაში, “გლობალური უსაფრთხოების” ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დისკუსია თემებზე გაიმართა: “დაასუსტა, თუ არა უკრაინის კრიზისმა ევროკავშირი”, “რა პერსპექტივები აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობას და რა დახმარება შეიძლება გაუწიოს ვიშეგრადის ჯგუფში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) შემავალმა სახელმწიფოებმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნებს”.
საერთაშორისო, ვიშეგრადის ფონდის მიერ ორგანიზებული სესიის მუშაობაში ვიშეგრადის ფონდის, ევროპული ინსტიტუტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დისკუსიაში სპეციალური სტუმრის სტატუსით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობდა. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ალექსი პეტრიაშვილმა ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ალექსი პეტრიაშვილმა მიმოიხილა საქართველოში არსებულ პოლიტიკური ვითარება და სხვადასხვა სფეროში მთავრობის განხორციელებული რეფორმები. დისკუსიის მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას მიერ მიღწეული პროგრესს და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნებთან ასოცირების შეთახმების ხელმოწერის მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები