ბარი ქალთევზებით
კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოში არსებობს უცნაური ბარი ქალთევზებით. ბარის მფლობელმა ჯორჯ კარპატიმ მას მეტსახელად ”Dive bar” შეარქვა. ბარი აღჭურვილია აკვარიუმით და მრავალი ეგზოტიკური თევზით. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ბარში სტუმრები ქალთევზასაც ნახავენ. აღსანიშნავია, რომ წყლით სავსე აკვარიუმი დაახლოებით 50 ტონას იწონის, რაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ აკვარიუმად ითვლება მსოფლიოში.
ბარის მფლობელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მას დიზაინის შერჩევაში ღამის კლუბების გახსნის გამოცდილება დაეხმარა. რესტორანში პიცის მოყვარული სტუმრები სხვადასხვა პიცას დააგემოვნებენ. ინტერვიუს ბოლოს ჯორჯ კარპატიმ განაცხადა, რომ ეს ყველაზე ორიგინალური პროექტია და იმედოვნებს, რომ ეს ნამდვილი რევოლუცია იქნება.