,,ამერიკელი გენერალი, რომელიც საქართველოსთვის იბრძვის”
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი გენერალი, სრული პროფესორი, დიპლომაატიის საკითხებში 35 – წლიანი გამოცდილების მქონე პიროვნება რონალდ მანგამი, რომელმაც წლების წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებში დიდი წვლილი შეიტანა, ახლა ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს.
მანგამი, რომელიც 2004 წლიდან აშშ-ს წამყვან სამხედრო უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ასწავლის.
პროფესორმა გამოსცა 4 წიგნი, რომლითაც აშშ-ს სამხედრო უნივერსიტეტები ხელმძღვანელობენ.
რონალდ მანგამმა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც ის, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში მოღვაწეობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.
– რონ, მადლობას მოგახსენებთ, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ.
– ეს ჩემთვის პატივია…
– უფრო დეტალურად გვიამბეთ თქვენს განათლებაზე...
– დავამთავრე Maine East High School, შემდეგ ჩავაბარე Northwestern University-ში, ყოლევლთვის ვმუშაობ ჩემს თავზე, ავიღე ბაკალავრის ხარისხი ისტორიაში, შემდეგ იურისტის დოქტორის ხარისხი დავიცავი, 2004 წელს კი მაგისტრის ხარისხი-დიპლომატიისა და სამხედრო მეცნიერებაში. ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი.
ჩემი კარიერის მანძილზე 4 წიგნი დავწერე. ეს წიგნები ამერიკის არმიის რამდენიმე უნივერსიტეტისთვის არის რეკომენდებული, ასევე დაახლოებით 15-16 პუბლიკაცია გამოვეცი.
– თქვენ პროფესიული ცოდნასა და გამოცდილებას სამხედრო სტუდენტებს გადასცემთ…
– ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის თან ვმუშაობდი და თან ვასწავლიდი, მაგრამ პროფესიული განხრით. ოფიციალურად მასწავლებლობა Northwestern University-ში დავიწყე, სადაც იურიდიულ ფაკულტეტზე ვასწავლიდი. ჩიკაგოში, ასევე ნორვიჩის უნივერსიტეტში სამხედრო სფეროში ონლაინ-გაკვეთილებს ვატარებდი.
– სამი წლის განმავლობაში, 2000-2003 წლებში, თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გენერალი იყავით, სპეციალური ოპერაციების მმართველი კორეის რესპუბლიკაში ონლაინ-მეთოდით მოსწავლეებს ასწავლიდით, ერთდროულად ამდენს როგორ ახერხებდით?
– მე გავიცანი ჯემერინგტონი ამერიკის სამხედრო უნივერსიტეტში, ჩვენ ცოტა ხანი ვისაუბრეთ და მე ვუთხარი რომ, ონლაინ გაკვეთიების ჩატარება მსურდა, შევთანხმდით და ცოტა ხანში ონლაინ-მეთოდით სწავლება დავიწყე.
– რა აღმოაჩინეთ, რა სარგებელს ხედავთ ონლაინ-სწავლებაში?
– ჩემი აზრით, მთავარი ამ სწავლებაში არის ის, რომ გვაქვს უფრო მარტივი საშუალება, ლექტორმა და მოსწავლეებმა ერთმანეთში თავიანთი მოსაზრებები, კითხვები გაცვალონ. მეც ასევე ბევრს ვსწავლობ სტუდენტებისგან, როგორც ისინი ჩემგან. კარგი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი მხოლოდ ვირტუალურად გყავს ნანახი და ქუჩაში გხედავს და პროფესორს გეძახის და მადლობელია.
ამ მეთოდით, ძირითადად, ამერიკის სამხედრო უნივერსიტეტში ვასწავლი. ჩემი ბოლო დაკვირვებით, სტუდენტების 70 პროცენტი სამხედრო, ხოლო დანარჩენი 30 პროცენტი იურიდიული განხრით იყო. სტუდენტები ყველა ქვეყნიდან: ევროპიდან, ამერიკიდან, სხვა ქვეყნებიდან არიან, რამდენიმე ავღანეთიდანაც არის.
– რას მიიჩნევთ ონლაინ სწავლებაში მთავარ გამოწვევად?
– ონლაინ სწავლება ჩვეულებრივი სწავლებისგან განსხვავებულია, რადგან მოსწავლეებთან ფიზიკურად ახლოს არ ხარ, თუმცა ეს ჩვეულებრივი სწავლებაა, რომელიც უფრო ოფიციალურს ხდის სტუდენტებთან ურთიერთობას, ასევე ფაილების გაცვლა-გამოცვლა ელექტრონულად ხდება.
– ამერიკის არმიაში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება გაქვთ, თქვენ წარსულში თითქმის 20 წელი ჩიკაგოში მუშაობდით, იყავით ამერიკის სამხედრო გენერალი კორეაში და ვიცი, რომ სპეციალურ ოპერაციებს ხელმძღვანელობდით, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ თქვენ მუშაობდით სლოვაკეთში, საქართველოში, სომხეთში. შეგიძლიათ მომიყვეთ თქვენი, როგორც კონსულტანტის მოღვაწეობაზე?
– მე მუშაობა როგორც იურისტმა, ისე დავიწყე, ასევე ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული სამხედრო სფეროთი. იურისტად ჩიკაგოში ვმუშაობდი, ვეხმარებოდი საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციებს შიდა საკითხების მოგვარებაში, შემდეგ მივიღე სატელეფონო შემოთავაზება, გავხდებოდი თუ არა სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელი კორეაში? პასუხის მოსაფიქრებლად დაახლოებით 10-11 წამი დამჭირდა, გენერლის პოსტზე სამი წელი ვიმუშავე, ამ დროს ყველაფერი გვერდზე გადავდე. ამის შემდეგ სლოვაკეთში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ვიმუშავე. შემდეგ ვიყავი საქართველოში, ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში, იქ სამხედრო პროგრამაში 22 ამერიკელი სამხედრო ოფიცერი ჩავრთე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოცდილება გავუზიარე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით…ამ ყველაფერში 6 წლის განმავლობაში ვიყავი ჩართული. შემდეგ წავედი სომხეთში, იურიდიულ სისტემაში ვმუშაობდი, სადაც რამდენიმე რეფორმა გავატარეთ. აქტიურად ვმუშაობდით ადამიანთა უფლებების დაცვაზე. ამ მომენტისთვის საქართველოს იუსტიციის სახლისთვის ვმუშაობ.
– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
– ხანდახან, როცა ვიღვიძებ, საკუთარ თავს ვეკითხები: გავაგრძელებ ჩემს ონლაინ სწავლებას, სანამ შევძლებ-მეთქი, ძალიან მსიამოვნებს ამ საქმის კეთება. ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ვასწავლი, მაქვს დოქტორის ხარისხი, მაგრამ ვისურვებდი აკადემიკოსის ხარისხს. ასევე ვმუშაობ საქართველოში, ფიზიკურად იქ არ ვარ, მაგრამ მაქვს ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საზღვრისპირა ტურიზმის საკითხებზე. ორგანიზაციაში ჩართულები არიან: სომხეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი. აღვწერთ ინფორმაციას ყველა ღირსშესანიშნავ ადგილზე, რესტორნებზე, სასტუმროებზე, ვსახავთ სტრატეგიულ გეგმებს, ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის.