მაკა ბოჭორიშვილი: მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა! საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი!

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრი მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებმაც აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

„მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა! საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი!

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

განსაკუთრებული მადლობა გაერო-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს, ჩემს მოადგილეს – ლაშა დარსალიას და ყველა დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები