სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი ლი ჯე-მიუნგი გახდა
სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ლი ჯე-მიუნგი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ხმების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, „ლიბერალური პარტიის“ ლიდერმა ხმათა 48,8% მოიპოვა.
მმართველი კონსერვატიული პარტია „მოქალაქეთა ძალის“ კანდიდატმა, კიმ მუნ-სუმ ხმების 41.1% მიიღო.
გამარჯვებულმა ლი ჯე-მიუნგმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ იმედს არ გაუცრუებს.