სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ავარია ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყაროში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.