შსს-მ ოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – 1951 წელს დაბადებულ ლ.ჭ.-ს, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.
დაკავებული ჩადენილს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები