,,გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, როგორც ელექტროენერგიის, ასევე, გაზმომარაგების აღდგენის კუთხით”,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეები უყურადღებოდ არ დარჩებიან.
„მობილიზებულია ჰუმანიტარული ტვირთი და ეს მობილიზაცია გრძელდება. ასევე, სატყეო სააგენტოს მიერ მობილიზებულია სათბობი შეშა. არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა. გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, როგორც ელექტროენერგიის, ასევე, გაზმომარაგების აღდგენის კუთხით. ტვირთის მიწოდება, სადაც მანქანით გადაადგილება არის შესაძლებელი ხდება სატრანსპორტო საშუალებებით. ასევე, ტვირთი მიეწოდება ისეთ ადგილებში, სადაც ჯერჯერობით მანქანით გადაადგილება შეუძლებელია სპეციალური თოვლმავალი საშუალებებით. არის რამდენიმე სოფელი, ძირითადად მაღალმთიანი სოფლები, სადაც ჯერჯერობით სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება არის შეუძლებელი თუმცა იქაც აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.