,,დღეის მდგომარეობით ჩაკეტილია 10 სოფელი, მაგრამ მოსახლეობასთან კონტაქტი არ შეგვიწყვეტია”,- ამის შესახებ ბაღდათის მერმა, კახა ენუქიძემ დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 200 აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
,,ადგილობრივი შტაბის წევრების საგანგებო სიტუაციების სამსახურის და თავდაცვის ძალების დახმარებით შევძელით, რომ მათთვის მიგვეწოდებინა როგორც მედიკამენტები, ასევე საკვები პროდუქტები. რაც შეეხება კომუნიკაციებს, დღეის მდგომარეობით 200 აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, მაგრამ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. 30 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი მაგრამ იქაც მიმდინარეობს სამუშაოები და დღის ბოლოსთვის ველოდებით, რომ მთლიანად დაიტვირთოს გაზმომარაგება”, – აცხადებს კახა ენუქიძე.