შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიღნაღში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა წნორში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1986 წელს დაბადებულ ე.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა გ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე საათში წნორში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები