პოლიციის უფროსი მამაკაცი შვებულებიდან ქალად დაბრუნდა

  ბრაზილიელმა პოლიციის თანამშრომელმა, 33 წლის თიაგო დე კოსტა ტეიხეირამ სამთვიანი შვებულება აიღო და სექსუალური ორიენტაციის შესაცვლელად ტაილანდში გაემგზავრა.
„ყოველთვის მინდოდა, ქალი ვყოფილიყავი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი და აღიარება მრცხვენოდა. არც ის ვიცოდი, სამსახურში კოლეგებს როგორი რეაქცია ექნებოდათ. ქალად გადაქცევის გამო არავისგან უარყოფითი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. უწინდელივით ვმუშაობ, თითქოს არაფერი შეცვლილა“.
პოლიციის ოფიცერს ორი შვილი ჰყავს. 33 წლის მამაკაცმა შვებულება გასული წლის ბოლოს აიღო, ტაილანდში გაემგზავრა და სექსუალური ცვლილების შემდეგ სამსახურს ქალად და ახალი სახელით – ლაურათი დაუბრუნდა. თანამშრომლები და ლგბტ წარმომადგენლები მამაკაცის ამ საქციელს მიესალმნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრაზილიის მოქალაქე სექსუალური ორიენტაციის ცვლილების შემდეგ სამსახურიდან არ გაათავისუფლეს.
33 წლის თიაგო დე კოსტა გოიას შტატში, სამოქალაქო პოლიციაში, ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა – ჯერ ნარკოტიკების განყოფილებაში, შემდეგ კი – განყოფილების უფროსად. მას თანამშრომელები ძალიან კარგად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ  ეს გარდაქმნა სამსახურში მას არანაირ პრობლემას არ შეუქმნის და ფაქტი მათთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები