„ვეჭვობ, ძვირფასი ოქროს ხატები და საგანძური, რომელიც საპატრიარქოშია განთავსებული, მულაჟები იყოს და ნამდვილი ოქრო ოხანაშვილს საზღვარგარეთ ჰქონდეს გატანილი”
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე საუბრობს.
მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ სოსო ოხანაშვილმა საპატრიარქოს კუთვნილი ძვირფასეულობა საზღვარგარეთ გაიტანა.
„ვეჭვობ, რომ ის ძვირფასი ოქროს ხატები და ნაირგვარი საგანძური, რომელიც საპატრიარქოშია განთავსებული, შესაძლოა მულაჟები იყოს და ნამდვილი ოქრო სოსო ოხანაშვილს საზღვარგარეთ ჰქონდეს გატანილი. გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ, როცა სამების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და დაიკარგა ოქროს სამკაულები, რომლებიც მრევლმა შესწირა და ღვთისმშობლის ხატთან ერთად ლუსკუმაში იყო დაცული. მოიპარეს, ის ოქროც, რომელიც გუმბათისთვის შესწირეს. ოხანაშვილი არის ყველაფრის მკადრებელი კაცი და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოიკვლიოს და გამოიძიოს იმ ძვირფასეულობის ბედი“,- განაცხადა გამოცემასთან საუბრისას ნიკოლოზ მჟავანაძემ.