ძმამ ძმის გადასარჩენად თავი მოიკლა

  ურემიით დაავადებული ჩინელი ძმების – 20 წლის ჰონგჰუის და 18 წლის ჰონგტაოს მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს შვილებისთვის მედიკამენტების შეეძინად, თუმცა მალე მედიკამენტების ყიდვის საშუალება აღარ ჰქონდათ.
18 წლის ჰონგტაო ოთახში ჩაიკეტა, სადაც მან თავის მოკვლის მიზნით დიდი რაოდენობით პესტიციდი დალია. მან სიკვდილის წინ დატოვა წერილი: “ძმაო, როდესაც შენ განიკურნები, შემატყობინე და ეს საკმარისი იქნება ჩემთვის“.
2010 წლამდე ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. ბიჭები სკოლაში დადიოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს დაავადება ჰონგჰუის აღმოაჩნდა. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ გადარჩენის ერთადერთი შანსი თირკმელების ტრანსპლატაცია იქნებოდა, თუმცა მალე მეორე ძმას – ჰონგტაოსაც იგივე დიაგნოზი დაუსვეს. ბიჭების მამამ ყველაფერი გაყიდა, ახალი სახლის ჩათვლით, და ეს ფული ბიჭების გამოკვლევაში დაიხარჯა.
ამის შემდეგ ოჯახის მეგობრებმა და მასწავლებლებმა მათ 10 000 ევრო შეუგროვეს, თუმცა მკურნალობისთვის საკმარისი არც ეს თანხა აღმოჩნდა. მშობლებმა ქუჩაში მათხოვრობაც კი დაიწყეს, რასაც ჰონგჰუიმ ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.
თავის მოკვლამდე ბიჭმა მშობლებს ბარათი დაუტოვა, სადაც მათ ატყობინებდა, რომ ის თავს იკლავს და ახლა ისინი უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას მეორე ძმას და მის გადარჩენას მაინც შეძლებენ.
„მე მხოლოდ ჩემი ძმის სიცოცხლის გადარჩენა მინდოდა“, – წერს ჰონგჰუი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები