კასპის გამგეობაში პროექტის „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის კამპანია „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა.
გორის რაიონულმა პროკურორმა მიხეილ ბერიშვილმა, მისმა მოადგილემ მორის ჩუბინიძემ, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის გამომძიებელმა გიორგი კუთხაშვილმა და შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის დეტექტივ – გამომძიებელმა ვახტანგ ავაზიშვილმა საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ისაუბრეს.
„საგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზია: საჭესთან ნასვამი, მობილური ტელეფონით მოსაუბრე, გადაჭარბებული სისწრაფე, ღერძულა ხაზის გადამკვეთი, საგზაო ნიშნების დაუმორჩილებელი, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებით არ მოსარგებლე მძღოლების და ფეხით მოსიარულე მოქალაქეების უპასუხისმგებლობა. ყოველივე ეს კი ადამიანების დაშავებითა და სიცოცხლის დაკარგვით მთავრდება“, – აღნიშნეს გამომსვლელებმა.
შეხვედრაზე დასმულ კითხვებს გამომსვლელბმა უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები