ბოჟაძე – სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ახალ მუხლზე: ქვეყანამ არაერთი არეულობის მცდელობა გადაიტანა, მათ შორის ბოლო გახლდათ 4 ოქტომბრის მაგალითი
“ქვეყანამ არეულობის არაერთიმცდელობა გადაიტანა, მათ შორის ბოლო გახლდათ 4 ოქტომბრის მაგალითი”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მან სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ახალ მუხლზე ისაუბრა.
„ის, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი, რომ ეს არის არა საქართველოს, არამედ „ქართული ოცნების“ პარლამენტი, არის არა საქართველოს, არამედ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რაც თავისთავად ქმნის გარკვეულ მოლოდინებს, რომ შესაძლებელია ვინმე ჰქონდეს „ლეგიტიმაცია“ იმისა, რომ არაკონსტიტუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება, მოხდეს ხელისუფლების დამხობა“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შედის – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.