აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეპშტეინის საქმეში შეტანილი რედაქტირებების შესახებ კანონმდებლებს წერილი გაუგზავნა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კონგრესს ექვსგვერდიანი წერილი გაუგზავნა, რომელშიც დეტალურად არის დასაბუთებული ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში გაკეთებული რადაქტირებები და თან დაურთო იმ პირების სახელების სია, რომლებიც გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ფიგურირებენ.

სენატისა და წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტების ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ სახელები „ფართო კონტექსტში“ ფიგურირებს, დაწყებული იმ ადამიანებიდან, რომლებიც პირდაპირ კონტაქტობდნენ ეპშტეინთან ან გისლეინ მაქსველთან ელექტრონული ფოსტით, დამთავრებული იმ ადამიანებით, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ მათთან ურთიერთობა, მაგრამ ნახსენები იყვნენ დოკუმენტებში, როგორიცაა მედიის რეპორტაჟები.

წერილი შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომელიც ავალდებულებს უწყებას, რომ კონგრესს რედაქტირებების მიზეზები და ფიგურანტების ვინაობა გააცნოს.

სია მოიცავს დაახლოებით 300 ცნობილ ფიგურას, მათ შორის პოლიტიკოსებს, ბიზნესლიდერებს და საჯარო პირებს. სიაში ასევე არიან პირები, რომლებიც ეპშტეინის დროს უკვე აღარ იყვნენ ცოცხალები.

კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ სია, შესაძლოა, დამაბნეველი იყოს და კონკრეტული პირების უშუალო კავშირს ეპშტეინთან არ ასახავდეს.

ასევე, იუსტიციის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ფიგურანტების სახელი ფაილებში რაიმე ბრალდებას ან დანაშაულებრივ კავშირს არ ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები