ვახტანგ ბერიძემ კურორტ ბეშუმის გუშაგები მოინახულა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ა(ა)იპ კურორტ ბეშუმის დირექტორთან, ემზარ ბოლქვაძესთან ერთად, კურორტი ბეშუმის გუშაგები მოინახულა.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად გაესაუბრნენ გუშაგებს, რომლებიც ზამთრის სეზონზე 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უზრუნველყოფენ კურორტის უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურის დაცვას.

მერმა გუშაგებს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა მნიშვნელოვანია კურორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

„კურორტი ბეშუმი რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს მისი განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, რათა გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა და კიდევ უფრო გაძლიერდეს ტურიზმის სექტორი,“- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები