“2025 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაძევებულია იმაზე მეტი არალეგალი, რამდენიც, ჯამურად, 10 წლის განმავლობაში იყო გაძევებული მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან” – ალექსანდრე დარახველიძე

“მომდევნო წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ, მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ ის პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

დარახველიძემ ამ კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა.

„თავად სამინისტროს არაერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩადო მიგრაციის დეპარტამენტის გაძლიერებაში როგორც ადამიანური, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით. დაახლოებით, 90-მდე ერთეულით გაიზარდა მიგრაციის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა, გაიზარდა მათი სახელფასო ანაზღაურება. დღეს საშუალება გვქონდა, მოგვენახულებინა სრულიად ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელზეც დაახლოებით, 6 მლნ ლარი დაიხარჯა და სრულიად ახალი შენობა აშენდა.

ასევე, ჩვენ შევქმენით ახალი დანაყოფი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მიმართულებას ფარავს – მოგეხსენებათ, იქ ძალიან დიდია არალეგალების კონცენტრაცია და საჭიროებდა კონცენტრირებულ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებაზე. შესაბამისად, გვაქვს ის შედეგები, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. 2025 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაძევებულია იმაზე მეტი არალეგალი, რამდენიც, ჯამურად, 10 წლის განმავლობაში იყო გაძევებული მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. მომდევნო წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ ის პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები