თურქეთში მაღარო ჩამოიშალა – ნანგრევებში სამი მუშა მოყვა
თურქეთში, ზონგულდაკის კილიმლის რაიონში, კერძო საკუთრებაში არსებულ მაღაროში ნგრევა მოხდა.
ჩარჩენილი სამი მაღაროელის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მალევე დაიწყო.
ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში მოყოლილთაგან ერთი, ისმეთ კაბუკი, გადაარჩინეს.
დანარჩენი ორი ადამიანის გადასარჩენად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მედია აღნიშნავს, ადგილზე დიდი რაოდენობით სამაშველო ჯგუფია გაგზავნილი.