ბოლნისის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2017 წელს 2 365 000 ლარი გამოეყო
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 2017 წელს 2 365 000 ლარი გამოეყო.
ბოლნისში, აღნიშნული ფონდის დაფინანსებით, 5 მასშტაბური პროექტი განხორციელდება, კერძოდ:
1. სოფელ არქევანში მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები;
2. ქალაქ ბოლნისში აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები;
3. ქალაქ ბოლნისში სოხუმის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები;
4. ქალაქ ბოლნისში გიორგი სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის საფარის მოწყობის სამუშაოები;
5. დაბა კაზრეთის სს ,,მადნეულის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები;
პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო ტენდერები 1 მაისამდე გამოცხადდება.