საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმები უპრეცედენტო  აქციას  ჩაატარებენ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში უპრეცედენტო აქციები გრძელდება. 22 აპრილს ცენტრის ექიმები სისხლძარღვოვანი პათოლოგიების გამოვლენის და შემდგომში მკურნალობის მიზნით გამოკვლევებს უფასოდ ჩაატარებენ.
უფასო აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის მაღალი ციფრები.
ასევე, გამოკვლევები ჩაუტარდებათ იმ პაციენტებს, რომლებიც არიან თამბაქოს მომხმარებლები. მათ გამოკვლევა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, თავის ტვინის (ინტრაკრანიალური) სისხლძარღვების დოპლეროსკანირება ჩაუტარდებათ.
ამასთან, საჩხერის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევები ჩაუტარდებათ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ქვემო კიდურების ტკივილი, დაღლილობა, სიმძიმის  და ჩხვლეტის შეგრძნება, ხანგამოშვებითი კოჭლობა, კიდურების გაციება, ქვემო კიდურების შეშუპება, კუნთების ატროფია (განლევა). აღნიშნული სიმპტომების რისკფაქტორებია- შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, ცხოვრების არაჯანსაღი წესი. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების გამოვლენის მიზნით ჩატარდება ქვემო კიდურების სისხლძარღვების დოპლერო სკანირება ბოლო თაობის ულტრაბგერით აპარატზე PHILIPS Affinity 70.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები