გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებული
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც „კვირას“ მსახიობმა კახი კავსაძემ განუცხადა, გმისი მდგომარეობა მძიმეა. ბერიკაშვილი კლინიკაში 3 დღის წინ გადაიყვანეს.
„ფილტვებზე აქვს პრობლემა, სამი დღის წინ მოათავსეს საავადმყოფოში, სამწუხაროდ ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას კახი კავსაძემ.
„კვირა“ გივი ბერიკაშვილს გამოჯანმრთელებას უსურვებს.