თბილისში, ლიფტის შახტაში 9 წლის გოგონა ჩავარდა და დაიღუპა

თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. ტრაგედია საბურთალოზე, ადვოკატ დიანა მარტიაშვილის ოჯახში დატრიალდა.
„კვირას“ ინფორმაციით, 9 წლის მარიამმა ლიფტი გამოიძახა, სრულიად შემთხვევით, კარი გაიღო და ჩაიხედა. ამ დროს ლიფტის კაბინა ზემოდან დაეშვა და ბავშვს თავზე დაეცა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მარიამი  ოჯახის ყველაზე პატარა წევრი იყო.
„ულამაზესი, პატარა მარიამი, ანგელოზი, უფალმა თავისთან წაიყვანა. ალესილი გონება და მახვილი ენა ჰქონდა არასოდეს დამავიწყდება ის საოცრად ლამაზი დღე, როცა მარიამი გავიცანი. უმანკო, ბავშვური სახე, თვალწინ მიდგას. დედას. დიანა მარტიაშვილს, როგორ თანავუგრძნო ეს ტკივილი, რით ვანუგეშოთ? მთელი გულით გვინდა, მხარში ამოვუდგეთ და ვანუგეშოთ მგლოვიარე დედა, ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის, როდესაც მარიამის შემზარავი ამბავი გავიგე. ღმერთმა გაანათლოს შენი სული, მარიამ ცათა სასუფეველში“, – იხსენებს მოზარდს გარდაცვლილის დედის მეგობარი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საშა გაგნიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები