შიდა ქართლის ადმინისტრაციაში ,,კულტურის სტრატეგია 2025″ განიხილეს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“.
დოკუმენტი 2014 წლიდან მუშავდებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს ინიციატივით სკაიპ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე, მუნიციპალიტეტების გამგებლები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხარატიშვილმა ისაუბრა სტრატეგიის შესახებ და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას როგორც ზოგადად, სახელმწიფოსთვის, ისე ცალკეული რეგიონებისთვის. ამასთან ერთად, საუბარი შეეხო ახლად დაფუძვნებულ სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა და ევროკავშირის პროგრამების განხორციელება ეროვნულ დონეზე და ასევე, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტებს, რომლსაც საქართველო 2016 წლიდან შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს,რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას. კულტურის სტრატეგია 2025″, გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ქვეყნისათვის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მომტანია.
სტრატეგიის მონიტორინგს საზოგადოება განახორციელებს.