ტყვეობის 52-დღიანი ქრონიკა – „მანანა ანუა“:  ნაბიჯი აფხაზებისკენ

დაიბადა და გაიზარდა ჟურნალისტების ოჯახში (მამაელგუჯა ლებანიძე, დედალამარა ესართია). დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1990-1997 წლებში იყო პირველი ქართული ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთის – „7 დღისსარედაქციო კოლეგიის წევრი და კორესპონდენტი. მოგვიანებით მუშაობდა ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-ის, „იმედის საინფორმაციო სამსახურების ჟურნალისტად, ტელეკომპანიამეცხრე არხისღამის საინფორმაციო გამოშვების რედაქტორად, გაზეთრეზონანსისპოლიტიკის განყოფილების ჟურნალისტად, „საქართველოს გაზეთისგვერდის რედაქტორად, „რუსთავი 2“-ის დოკუმენტური ფილმების განყოფილების ჟურნალისტად. სტატიებსა და დოკუმენტურ მოთხრობებს აქვეყნებდა გაზეთებში – „კვირის პალიტრა“, „24 საათი“, ლიტერატურულ ჟურნალში – „ჩვენი მწერლობა“. 14798906_1304101239624398_457802054_n
2004 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცა შორენა ლებანიძის პირველი წიგნი – „მაესტროს დაბრუნება“ (დირიჟორ ევგენი მიქელაძის ცხოვრების ქრონიკები).
2012, 2014 და 2015 წლებშიარტანუჯმაგამოსცა შორენა ლებანიძის სამი წიგნი: დოკუმენტური რომანი – „ეს მე ვარ, ფიროსმანი“, რომელიც დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრების ერთგვარ ლიტერატურულ ვერსიას გვთავაზობს და რომლის წარდგენა 2013 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა; ავტობიოგრაფიულისტორიული ესსე – „საშვი კონფლიქტის ზონაში“, რომელსაც ავტორის ჟურნალისტური მოგონებები უდევს საფუძვლად და რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისის სისხლიან მოვლენებს აღწერს.

 

– ამ პერიოდში გაზეთ „7 დღისთანამშრომელი იყავითროგორც ცხელ წერტილებში საფრონტო რეპორტაჟების დასაწერად მივლინებულ ჟურნალისტს, ხშირად გიწევდათ მგზავრობა ცეცხლში გახვეული აფხაზეთისა და სამოქალაქო ბრძოლის არენად ქცეული სამეგრელოსკენ.
14804892_1303773329657189_1554296623_n
– სწორედ მაშინდელმა შთაბეჭდილებებმა, საფრონტო მივლინებებისას მოპოვებულმა და 21-22 წლის მერე თავიდან გააზრებულმა, ახლებური შეფასებებითა და დასკვნებით შევსებულმა მასალებმა, ინტერვიუებმა მოიყარეს თავი წიგნში; დოკუმენტური რომანი – „მანანა, ანუა, ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“, რომელიც მთავარი გმირის ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. ამ ბოლო რომანს სერიოზული გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. მისი განხილვა გაიმართა: ლიტერატურის ინსტიტუტში, სამების ახალგაზრდულ ცენტრში, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში…
– სულ ახლახან სწორედ ამ დოკუმენტურმა რომანმა, „მანანა ანუა, ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“, თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის -„თბილისი 2016“-ის  ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ჟურნალ „ცისკრის“ მე-9 ნომერში გამოქვეყნდა რომანის ორი თავის – „დიოდოტისა“ და „რაფიკ აჩბას“ – აფხაზური თარგმანი, რომელსაც სულ მალე იხილავს აფხაზი მკითხველი. ნაწარმოები, თქვენს სხვა თხზულებებთან ერთად, შესულია გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ ფრანკფურტის წიგნის წლევანდელი ფესტივალისთვის მომზადებულ კატალოგში. წიგნი ასევე არის ლიტერატურული კონკურსის – „საბას“ – ნომინანტი.
როგორ გაჩნდა წიგნის დაწერის იდეა და რას გრძნობდი მასზე მუშაობისას?14797553_1303773316323857_679468978_n
– დოკუმენტური რომანი – „მანანა ანუა, ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ – ორი წლის წინათ გამოცემული ავტობიოგრაფიულ-ისტორიული  ესსეს („საშვი კონფლიქტის ზონაში“)  ერთ-ერთი თავის („კამანის ალყის“) გაგრძელებაა. „კამანის ალყა“  სოხუმთან ახლოს მდებარე სვანური სოფლის დაცემის ამბავს ასახავს. 1993 წლის 4-5 ივლისის ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრში იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარია, რომლის წინამძღვრისა და აღმშენებლის, ქართველი მამა ანდრიასა და აფხაზი იური ანუას, ცხოვრების, მოღვაწეობის, აღსასრულის შესახებ ავტობიოგრაფიულ-ისტორიულ  ესსე მხოლოდ ძუნწ  ცნობებს გვაწვდის. ივლისის ამბების ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, მანანა ანუას პირადად გაცნობის მერე მათი უჩვეულო, დრამატიზმით აღსავსე თავგადასავლის დეტალურად კვლევის, ღრმად ჩაძიების, ცალკე წიგნში აღწერა-თავმოყრის სურვილი გამიჩნდა.
მანანა ანუას ნაამბობმა, აფხაზური კონფლიქტისადმი ძალიან მკაფიოდ, ნათლად ჩამოყალიბებული დამოკიდებულებითა და ამაღლებული, ზნეობრივი პოზიციით, ბევრად მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე სხვადასხვა რესპონდენტებისგან სხვადასხვა დროს, წლების მანძილზე ჩაწერილმა ყველა საფრონტო ეპიზოდმა ერთად. ეს იყო განსაკუთრებული, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ისტორია, რომლის მოსმენასა და წაკითხვას ადამიანების სასიკეთოდ შეცვლა, მეტიც, გაუცხოებულ ეთნოსებს შორის შერიგების სურვილის გაღვივება შეეძლო.
1993 წლის ივლის-აგვისტოს ორმოცდათორმეტდღიანი ქრონიკების შესწავლას შარშანწინდელი ზაფხულის თითქმის ამდენივე დღე მოვანდომე. მომავალი წიგნის გმირთან და რესპონდენტთან თითოსაათიანი შეხვედრები არა მხოლოდ ყოველწამიერი მოვლენებისა და ნიუანსების, არამედ პერსონაჟების სულიერი წყობის, შინაგანი სახეცვლილების, ომის ანატომიის  წარმოჩენას ემსახურებოდა. მოგვიანებით ინტერვიუების სერიამ  დოკუმენტური რომანის სახე მიიღო.
– ამ რომანზე წერა იოლი არ იქნებოდა… სიფაქიზეს და ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს…14805441_1303773326323856_925168611_n
– წერისას განსაკუთრებულ სირთულეს მიქმნიდა წიგნში აღწერილი ისტორიის მნიშვნელობისა და თემის სიმწვავის აღქმა. ძალიან ფაქიზ ნიუანსებს ვეხებოდი, იქნებოდა ეს მოვლენების პოლიტიკურ-ეთნიკურ-რელიგიური კონტექსტები, აფხაზური კონფლიქტის არსი, თუ ფიქრი სიცოცხლის საზრისზე, ქრისტიანული ჭეშმარიტების განცდაზე, სარწმუნოების როლზე, ვიწროეთნიკურ ინტერესებს გაცილებული პიროვნებების საბედისწერო მისიაზე ძმათამკვლელ ომში. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი არა მხოლოდ ამბის მთხრობელის, არამედ წიგნის თითოეული გმირის მიმართ. ვიცოდი, დოკუმენტური სინამდვილის გადმოსაცემად, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, გულწრფელობისა და დამაჯერებლობის შესანარჩუნებლად, მართლაც, ბეწვის ხიდზე უნდა გამევლო.
– სად ვითარდება მოქმედება?
– წიგნში მოქმედება ვითარდება 1993 წელს, აფხაზეთის დედაქალაქთან ახლომდებარე სოფელ კომანში. მთავარი გმირი, mანანა ანუა, ცნობილი აფხაზი ქველმოქმედის, პოლიტიკურად გავლენიანი მაღალჩინოსნის, მოწამეობრივად აღსრულებული  იური ანუას ქალიშვილია. რომანი პირველ პირშია დაწერილი და მანანა ანუას მიერ მოთხრობილ რეალურ ამბებს ეფუძნება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმის და თვითმხილველის ჩვენებას, თუ რა მოხდა 1993 წლის ივლის-აგვისტოში, კომანში.
ამ გახმაურებულმა ამბავმა ომის დროსვე შეძრა არა მხოლოდ ქართველები, არამედ აფხაზები, ვინაიდან საქმე არა ომის სისასტიკესთან, არამედ ყოველგვარ ეთნორელიგიურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ მრწამსზე მაღლა მდგომი ადამიანების თავგანწირვის მაგალითთან გვაქვს: იური ანუამ და მისმა ქართველმა მოძღვარმა, 27 წლის მამა ანდრიამ (ყურაშვილმა) თავი ქართველებისა და აფხაზების ერთობის იდეას შესწირეს.
დედით ქართველი და მამით აფხაზი,  27 წლის მანანა ანუას ტყვეობის 52-დღიანი ქრონიკა – რეპორტაჟი სასაკლაოდან – სავსეა ომის შემზარავი შთაბეჭდილებით, მძაფრი და ექსტრემალური მოვლენებით, თუმცა სწორედ ამ სისასტიკეში იკვეთება მთავარი ადამიანური ფასეულობები, რომლებიც რომანის გმირების ცხოვრებას ცვლის, მათ დიდი სულიერი გარდატეხისკენ უბიძგებს, თავგანწირული საქციელებისთვის ამზადებს, ომის აბსურდულობასა და სიყვარულის ყოვლისშემძლეობაში არწმუნებს. სწორედ მათი პოზიცია ანიჭებს კონკრეტულ დროსა და სივრცეში მომხდარი ლოკალური ეთნოკონფლიქტის ამბავს მარადიულ აზრს და გლობალურს ხდის ნებისმიერი ქვეყნის მკითხველისთვის.
– კონკრეტულად რას გვიყვება, ვის თავგადასავალსა და ბედისწერას გვაცნობს დოკუმენტური რომანი?14797454_1303773359657186_574705917_n
– ნაწარმოების პერსონაჟები არიან: 27 წლის ბაღდათელი მამა ანდრია (ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი), რომელმაც აფხაზეთის ომის მსვლელობისას დატოვა უხიფათო ადგილი, სხალთის მონასტერი, და აჭარიდან აფხაზეთს მიაშურა, ფრონტისპირა სოფლის მიტოვებული სალოცავის, იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვრად ეკურთხა;
ცნობილი ქველმოქმედი, ეროვნებით აფხაზი იური ანუა, რომელიც კონფლიქტის მონაწილე სამხედრო-პოლიტიკური  ძალებიდან ერთ-ერთის მხარეს კი არა, აფხაზებსა და ქართველებს შორის აღმოჩნდა, მიმდინარე მოვლენებზე შინაგანად ამაღლებული ადამიანის ურთულესი, სახიფათო მისია, შემრიგებლის როლი იტვირთა, რითაც, ფაქტობრივად, ორმხრივი ცილისწამების, უნდობლობის, სასტიკი ანგარიშსწორებისთვის გაწირა თავი. ჯერ ქართველები უპირებდნენ დახვრეტას, მერე აფხაზებმა გამოუტანეს სასიკვდილო მსჯავრი. იური ანუა მშვიდობის სიმბოლოა. მისი ფიზიკური განადგურებით დაპირისპირებულმა მხარეებმა შერიგების იდეის დასამარება სცადეს;
იური ანუას ცოლ-შვილი, – ზოია ადამია და მანანა ანუა, რომლებიც თავსდატეხილმა განსაცდელმა კომანის იოანე ოქროპირის ტაძარში ორმოცდათორმეტი დღით გამოკეტა;
აფხაზი ჯარისკაცები: დაურ ზუხბა, რაფიკ აჩბა, ბათალ ტარბა, რომლებიც იური ანუასა და მამა ანდრიას მოწამეობრივმა აღსასრულმა ომის აბსურდულობის აღიარებამდე, მტრის ხატის უარყოფამდე მიიყვანა და ტყვექალების გულშემატკივებად, ქომაგებად, მხსნელებად აქცია.
ყველანი ზნეობრივი გმირები არიან. მათ შეუძლიათ, კრიტიკულ ვითარებაში, საკუთარი სიცოცხლის გარისკვის ფასად, მიღებული  გადაწყვეტილებით არა მხოლოდ დაიცვან, არამედ თავადვე დაამკვიდრონ ზნეობრივი ღირებულებები, გაიმარჯვონ ომზე.
ბედისწერით გადაჯაჭვული ამ რამდენიმე ღირსეული პიროვნების ცხოვრების ისტორია ომის სისასტიკის ფონზე თავბრუდამხვევი სისწრაფითა და ექსპრესიით ვითარდება. ჩვენ თვალწინ იბადებიან, მრავალგვარ სახეცვლილებას განიცდიან, გმირის შარავანდედით იმოსებიან გასაოცარი ადამიანები, რომლებსაც ნაძალადევი, თავსმოხვეული მტრობა კი არ მიჯნავთ, პირიქით, თვითნაბადი, ბუნებრივი მეგობრობა აკავშირებთ.
– რა მნიშვნელობა აქვს დოკუმენტური რომანის აფხაზურად თარგმნას?14798933_1303773322990523_490775955_n
– ვფიქრობ, წიგნი, რომელშიც  ნაჩვენებია აფხაზი ხალხის საუკეთესო თვისებები (გაჭირვებულის თანადგომის, ერთგულების, თავგანწირვის უნარი) და რომელიც, ცალკეული პერსონაჟების ბედის, თავგადასავლის, შეხედულებებისა და მსოფლმხედველობის ასახვით, ორ ეთნოსს შორის საერთო ენის გამონახვისკენ მოგვიწოდებს, აფხაზ მკითხველს ცხადად დაანახვებს გასული საუკუნის მიწურულის სისხლიანი მოვლენებისადმი ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის დამოკიდებულებას. მისი თარგმნა და აფხაზეთში გავრცელება ხელს შეუწყობს წლების მანძილზე გაყინული ურთიერთობის სიკეთისკენ დაძვრას. შესაბამისად, ეს პროცესი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამშვიდობო აქცია, ორ ეთნოსს შორის ხიდის გადების მცდელობა, კიდევ ერთი ნაბიჯი აფხაზებისკენ.
– რა უნდა გაკეთდეს ურთიერთობის დასათბობად?
– სულ ახლახან გაჩნდა მოსაზრება, „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ პატარ-პატარა თავებად, ცალკეულ მოთხრობებად დაიშალოს და სკოლებში გავრცელდეს, მოსწავლეებს, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის სახით, დაურიგდეს, რომ ახალმა თაობამ იცოდეს, რას ნიშნავს აფხაზეთი საქართველოსთვის, რამდენად დიდია აფხაზებთან საერთო ენის გამონახვის, ურთიერთობის დათბობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ვფიქრობ,  დღეს ასე შესამჩნევი ინფორმაციული დეფიციტის შესავსებად, განსაკუთრებულად აუცილებელი და აქტუალურია აფხაზეთთან დაკავშირებული შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვა სწორედ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ბედი, უპირველესად, მომავალი თაობის ხელშია. ვფიქრობ, შემეცნებას, ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას, აფხაზეთის თემის წინ წამოწევას, რომელიც სრულიადაც არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ცნობილ თარიღებს ემთხვეოდეს, შეიძლება დაეფუძნოს ნებისმიერი საქმის წარმატებისთვის აუცილებელი სიყვარული და მიზიდულობა, სწრაფვა საქართველოს ორგანული ნაწილის, აფხაზეთისკენ.
– რაზე მუშაობთ ახლა?14801126_1303773319657190_495271865_n
– მორიგი ნაწარმოები 90-იანი წლების მოვლენებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური რომანების ციკლის გაგრძელება იქნება. წიგნი დაეფუძნება ერთი ოჯახის რეალურ ამბავს, რომლის ფონზე აისახება  მთელი ეპოქა, 1980-იანი წლების  მიწურულიდან ოცდამეერთე საუკუნის დამდეგამდე და მოიცავს საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს: 9 აპრილის ღამეს, ბორითის ტრაგედიას, თბილისის ომს, აფხაზურ კონფლიქტს, სამოქალაქო დაპირისპირების დეტალებს… პერსონაჟების უჩვეულო ბედისწერა მკითხველს თვით გროზნოში „ჩასვლის“ შესაძლებლობასაც მისცემს დევნილ პრეზიდენტთან შესახვედრად.  წინ საინტერესო მოგზაურობა გველის.

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები