„გაგრაში, საღამო ხანს, სახლთან ავტომანქანა გაჩერდა –   შინდისფერი კაბით, მარინა ვლადი და ვლადიმერ ვისოცკი გადმოვიდნენ“…  

პროფესიით თეატრმცოდნეა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა. მუშაობდ: რაიონულ გაზეთში, რადიოში, უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში, კერძო სკოლებში, სანდრო ახმეტელის მუზეუმში, ერთ დროს თოჯინების თეატრიც დააარს, წერ სცენარებს სკოლებისათვის...
ამჟამად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგების კულტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტია, ასევე გაზეთ სიღნაღის რედაქტორ. მრავალი სტატია მიუძღვნა ქართულ კულტურა.
ამბობს, რომ ძნელია სოფლად ცხოვრება, მაგრამ ყვარს მამულში ფიზიკურად მუშაობა, რომელსაც, მისი თქმით, არაფერი სჯობს აქაც შენს ნამუშევარს რომ უყურებ, თან რელაქსაციაა, თან მეტი ფიქრის საშუალება გაქვს. – პერსონის სტუმარია თეატრმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი.

nodar papuashvili1

– ვცხოვრობ არაფრით გამორჩეულ დაბა წნორში, რომელიც რევოლუციის მერე დაარსდა. პაპუაშვილები ქვემო მაჩხაანიდან არიან, რომელმაც არაერთი ცნობილი ადამიანი წარმოშვა. იყო ტრადიციებით სავსე სოფელი… თავისი წყაროებით, ადამიანებით… ამბობენ, რომ გვარი პაპუაშვილი ქიზიყის მოურავ პაპუადან არის ნაწარმოები. სკოლაც აქ დავამთავრე. ბავშვობაში კარგად ვხატავდი და ვძერწავდი, ერთხელ რომელიღაც ბავშვთა ნახატების კონკურსში გავიმარჯვე და სამინისტროდან წარმომადგენელი ჩამოვიდა, ჩემთვის სწორი გზის მისაცემად, მაგრამ იმ დროს, მგონი, რაიონში საერთოდ არ იყო ხატვის სპეციალისტი…
ამიტომ აღარ გაჰყევით ხატვას?
– ალბათ! სამაგიეროდ ხელოვნების ისტორია, ფერწერული ნამუშევრის შეფასება და ძველი ნივთების რესტავრაცია ვისწავლე კარგად. მიყვარს ძველი ნივთები, ვაკეთებ ძველი ფაიფურის, რკინის, ხის რესტავრაციას. შრომატევადია, მაგრამ სიცოცხლის ახალ დაბადებას ჰგავს.
ოჯახი. მშობლები…
– ერთხელ, სტუდენტობის დროს, ერთ-ერთი ღონისძიების განსახორციელებლად და დასახმარებლად მაშინდელი ცკ-ის ცნობილ პიროვნებას მივადექი. დახმარება აღმითქვა და მერე საუბარში, მამა რა კაციაო, მკითხა. – პატარა კაცია-მეთქი, ვუპასუხე. – მოცულობითო? კინაღამ განვარისხე. ის პიროვნება, ცკ-ის განყოფილების უფროსი, გურიიდან იყო წარმოშობით და მშობლები იქ ჰყავდა… მერე ყველანაირად დამეხმარა იმ ღონისძიებაზე.14800006_1109153812486179_1966436988_o
მშობლები უკვე მოხუცები არიან, ყოველდღიურ შრომაში ჩაფლულები. მიყვარს საკუთარ ვენახში, ბაღ-ბოსტანში მუშაობა, როცა თვალით უყურებ შენი შრომის ნაყოფს. მიწასთან ურთიერთობა გამშვიდებს და გაწყნარებს. იქ ხომ მეტი საშუალება და დროა, რომ იფიქრო, იოცნებო… გარე სამყაროსგან ერთგვარად იზოლირებული…
მეუღლე ლალი დოკვაძე მათემატიკოსი და მხატვარია (გობელენი), ქალიშვილს, ბაბის, ბარბარეს – ბებიის სახელი ჰქვია, ჯერ მეორე კლასშია და უკვე მხატვრის თვალი და ხელი აქვს. ხატავს, ძერწავს. თითოეული დეტალი კახური სიდინჯით გამოჰყავს. უკვე ერთ-ერთ კონკურსშიც გაიმარჯვა თბილისში. თუმცა ჯერ პატარაა და რას აირჩევს, თავისი საქმეა. ვნახოთ, ვინ დადგება!
თეატრალური ინსტიტუტი თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– ეს იყო თეატრალურ საქმეთა მართვა (სპეციალიზაცია), ანუ ახლანდელი კულტურულ საქმეთა მენეჯერი. ისე გამომადგა კი – წნორის „რადიო 105“-ში 6 წელი მენეჯერი ვიყავი. თუმცა ჩვენი თაობა თავისი დიპლომებიანად – წითლებით და მწვანეებით, „დაკარგული თაობა“ ვართ. ინსტიტუტის დამთავრებიდან 5-6 წელში ქვეყანა დაინგრა და ნაშთებიდან დღესაც ვერ გამოვსულვართ. თეატრმცოდნეოპბა, როგორც მეცნიერება, დღეს არავის სჭირდება.
რას გაიხსენებდით სტუდენტობიდან?studentoba
– თეატრალურ ინსტიტუტში საარაკო ურთიერთობები იყო პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტებს შორის: უშუალო, მეგობრული, თბილი. ეს ურთიერთობა დღემდე მოგვყვა და ახლაც ვეხმიანებით ერთმანეთს. სახლშიც კი გვიმასპინძლდებოდნენ პროფესორები: ვასილ კიკნაძე, ეთერ დავითაია, თამარ ნუცუბიძე, დონარა კანდელაკი…იცით, შემოქმედებით უმაღლეს სასწავლებლებში მეტი თავისუფლება იყო. ბევრი ცნობილი მსახიობი და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი გვასწავლიდა მაშინ. ჩვენ თეატრმცოდნეობაზე ვსწავლობდით, სპეციალიზაციით – თეატრალურ საქმეთა მართვა, ანუ მენეჯერები. პრაქტიკას გავდიოდით მოსკოვის, კიევის, რიგის ცნობილ თეატრებში თითო თვით და იქაურ მსახიობებთანაც ახლოს ვიყავით. თუმცა რამდენიმე წლის მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა და ყველაფერი მოიშალა. ფუნქციის გარეშე დავრჩით. მხოლოდ ნინო ანჯაფარიძემ გააგრძელა წარმატებით პროფესია – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წარმატებული დირექტორია. ცალკე თემაა კახეთში, რთველში, მათი სტუმრობა, რაც ზეიმის ტოლფასი იყო…
–  ამბობთ, რომ თეატრმცოდნეობა, როგორც მეცნიერება, დღეს არავის სჭირდება
– იმ დროს, როცა ყველაფერი მოიშალა და გაიყინა, თეატრმცოდნეობა კი არა, თეატრი, ხელოვნება, კულტურა აღარავის უნდოდა! დღეს ქართული სპექტაკლი, კინოფილმი უკვე გადის ამა თუ იმ ფესტივალზე. ესე იგი, წინსვლაა, თუმცა რეცენზიები ისე აქტიურად აღარ იწერება. აღარ ხდება თეატრალური და კინოხელოვნების პროპაგანდა ტელევიზიით. არადა, საჭირო და სავალდებულოა ეს მომავალი თაობისათვის. რით ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს გემოვნება, ხელოვნების სიყვარული – მდარე სერიალებით? ამინდს თეატრალურ ხელოვნებაში, ჩემი აზრით, თეატრმცოდნე ქმნის. გავიხსენებ ცნობილ თეატრმცოდნეებს, რომელთაც ყველა იცნობდა საქართველოში: ნათელა ურუშაძე, ვასილ კიკნაძე, ნინო შვანგირაძე, ეთერ დავითაია, ვახტანგ ქართველიშვილი, ნათელა არველაძე, ნოდარ გურაბანიძე და სხვები.
თქვენმა პროფესიამ მრავალ საინტერესო ადამიანს შეგახვედრათ. ვის გამოარჩევდით?14711300_1220635407995476_1440293176114091603_o
– პროფესიიდან გამომდინარე, მრავალ ცნობილ და საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ, ბავშვობაში, ყოველი წლის ზაფხულში, გაგრაში, აფხაზურ-ქართულ ოჯახში ვიყავით ხოლმე, რომელიც კულტურის სფეროსთან ახლოს იყო. საღამო ხანს სახლთან ავტომანქანა გაჩერდა, შინდისფერი კაბით, მარინა ვლადი და ვლადიმერ ვისოცკი გადმოვიდნენ. დამსვენებლები მოგროვდნენ და აღტაცებით შესცქეროდნენ საბჭოთა ბარდს და ფრანგ „ჯადოქარს“. ისე, ამ ფილმს 60 წელი შეუსრულდა, რენე მიშელის შედევრში დიდოსტატურად აისახა პიროვნებისა და ბრბოს ურთიერთდამოკიდებულება. მერე, მოსკოვის ტაგანკის თეატრში ვისოცკი „სეჩუანელ კეთილ კაცში“ თამაშობდა. ის ბილეთი ჩემს არქივში ინახება ისევ.
სტუდენტობის მერე, სამხედროში ყოფნის დროს, ქალბატონი ანა კალანდაძე მამხნევებდა ხოლმე წერილებით. ცნობილ მხატვარ-კერამიკოსს ნანა ბოტკოველს საოცარი ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდებთან. იგი უდროოდ გარდაიცვალა და მისი რამდენიმე ნამუშევარი დღეს ჩემთან არის. სანდრო ახმეტელის მუზეუმში მუშაობის დროს გვიხდებოდა ახმეტელის დროინდელ თეატრალურ მოღვაწეებთან შეხვედრა – ჩაწერა. გავიხსენებ თამარ ბაქრაძესთან, მიხეილ ყვარელაშვილთან, ლიზა ვაჩნაძე-შავგულიძესთან, ნინო რამიშვილთან შეხვედრებს. სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი ხომ ახმეტელის შემოქმედებითი პრინციპებით მუშაობდა… რუსეთის სამხატვრო სივრცეში ცნობილია ფერმწერი ზაურ ბებრიშვილი, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდში ცხოვრობს.14606332_1220635391328811_8262683619828217340_n
თქვენ ზრუნავდით ნინო თარიშვილზე, რომელიც უსამართლოდ მივიწყებულია. მისი დის, იმპრესიონისტული მხატვრის, მარინე ნინო თარიშვილის ნახატების ძირითადი ნაწილი დაკარგულია. მისი დისიმპრესიონისტ მარინა თარიშვილის ფერწერულ ტილოებს მაინც დავაბრუნებ სიღნაღის საგამოფენო დარბაზებშირკინის ქალამნით!!! (სადღაც რო გადაქაჯეს სიღნაღის რესტავრაციის დროს)“, –  მითხარით ადრე
– შესანიშნავ პოეტთან და პიროვნებასთან ნინო თარიშვილთან მისი სოცოცხლის ბოლო წლები მაკავშირებდა. იგი გახლდათ დახვეწილი და განათლებული პიროვნება, თავისი ავტონომიით, კახური სიდინჯით და სიდარბაისლით გამორჩეული ქალბატონი, დიდებული ლექსების ავტორი. მარტო ლექსი „ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს“ რად ღირს! წარმოიდგინეთ, ამ ლექსისთვის არაერთი უსიამოვნება შეხვდა მას – ოციან წლებში. ქალბატონი ნინო უნივერსიტეტის ფრანგულ სექტორზეც კითხულობდა ლექციებს და მისი ყოფილი სტუდენტები აღმერთებდნენ მას. ნინო თარიშვილს მეტად საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა, მაშინდელ ბოჰემურ თბილისში ცხოვრობდა „ცისფერყანწელებთან“ ერთად! იგი ტრაგიკული ბედის პიროვნება იყო. მისი და, ცნობილი მხატვარი მარინე თარიშვილი ნაადრევად გარდაიცვალა. მისი შესანიშნავი ფერწერული ტილოები მირზაანისა და სიღნაღის მუზეუმებს გადაეცა და სიღნაღის რესტავრაციის დროს გურჯაანში გადაიტანეს, დაბრუნებაზე კი აღარავის უფიქრია. იმპრესიონისტ მარინე თარიშვილის ნახატები სიღნაღის სივრცეს უნდა ამშვენებდეს და როგორმე შევძლებ ამას…
თქვენ ახლო ურთიერთობა გქონდათ ზინა კვერენჩხილაძესთან და მედეა ჯაფარიძესთან, რას გაიხსენებთ?zina kverenchxiladze
ზინა კვერენჩხილაძისნაირი ტრაგიკოსი მსახიობები, ალბათ, ას წელიწადში ერთხელ იბადებიან. ხშირად ვუსმენ მის ხმას: ლექსის სიღრმისეული წვდომის საოცარი უნარი, ხმის ტემბრი, ტონალობა, დრაივი ხმაში, ეს ალბათ უნიკუმია! მისი „ანტიგონე“, რომელიც ჩვენს თაობას არ უნახავს, ჩემი აზრით, თეატრალური ხელოვნების საეტაპო ნიმუშია. ერთხელ მირზაანში, ფიროსმანის მუზეუმს ვესტუმრეთ. კვირა დღე იყო და ფონდებიდან გამოტანილ ფარდაგ-ხალიჩებს ამზეურებდნენ, საქმიანობდნენ. მისვლისას ყველა გაჩერდა, ჯერ დაიბნენ, მერე ყველანი მიეახლნენ და მოწიწებით ხელს ართმევდნენ და ეფერებოდნენ. სამაგიეროდ, მისი მონო სპექტაკლი „ამჰერსტის მშვენება“ ოცჯერ მაინც გვინახავს. საოცარი გარდასახვის უნარი ჰქონდა, მართლაც, დიდებული იყო ემილი დიკონსონის როლში.
„გულგატეხილს თუ რწმენა ვაჩუქე,
ერთი ტკივილი თუ გავუყუჩე,
ქვეყნად ამაოდ არ მიცხოვრია…“
თვითონაც ასე იცხოვრა. დავით გურამიშვილის ტრაგიზმს მან თავისი მუხტი შესძინა! თუნდაც, ამიტომ იყო დიდი, ჭეშმარიტი მსახიობი. ხანდახან მიფიქრია, როგორ უძლებდა ასეთ როლებს-მეთქი…
რაც შეეხება ქალბატონ მედეა ჯაფარიძეს, იგი ნინო თარიშვილის „ჩემს ტოლებს“ კითხულობდა და ამის გამო დავუახლოვდი. პირმშვენიერი, ყველასათვის მზრუნველი სახალხო მსახიობი იყო. მახსოვს, მის გასვენებაში როგორ იცრემლებოდნენ ადამიანები მრავალსართულიანი ბინების აივანზე! მისი დამსახურებით და მრავალგზის თხოვნით ცკ-ში, სანდრო ახმეტელის პირველი მეუღლე, ტასო როსტომაშვილი ჩავიდა აშშ-ში თავისი ვაჟის, ჯუანშერ ახმეტელის სანახავად, რომელიც რამდენიმე ათეული წელი არ ენახა – ეს საბჭოთა კავშირის დროს!
თოჯინების თეატრზე გვიამბეთრამდენი ხანი იარსება?14724469_1220635384662145_6041141502034259973_n
– თოჯინების თეატრით, რომელიც იმ უშუქობაში ჩამოვაყალიბეთ, კახეთის სხვადასხვა სკოლები მოვიარეთ. ეს იყო „ნაცარქექიას“ თანამედროვე ვარიანტი, რეგიონში ბავშვებს ყოველთვის აკლიათ თეატრი და კინო. სამწუხაროდ, მაშინ, ის თეატრიც ფინანსების არ არსებობის გამო დავხურეთ.
განახლებულ სიღნაღზე არაერთგვაროვანი აზრი არსებობს… ზოგს მოსწონს, ზოგსაც -არა…
– ჩვენი განახლებული ისტორიული ქალაქები უკვე ერთი ყაიდის სახილველია. მე ელენე ახვლედიანის „სიღნაღი“ მომწონდა, რომელიც ნახატებზე დარჩა…
რა პრობლემები აქვს დაბა წნორს, მის ახალგაზრდობას?
– დაბა წნორი  რევოლუციის მერე დაარსდა კახეთის სარკინიგზო მაგისტრალის გამო. ეს ხაზი კარგა ხანია მოიშალა და ფიროსმანის ტილოზეღა დაგვრჩა – კახეთის განათებული მატარებელი, დატვირთული  კახური ბარაქით.  იქნებ ვინმემ იფიქროს ამ ხაზის აღდგენა, რაც ქიზიყს ძალზე წაადგება. წნორს ძირძველი სოფლის უშუალობა და ურთიერთობები აკლია, პრობლემები კი ისევ ბევრია: უმუშევრობა და ადამიანური რესურსების გადინება.
ახალგაზრდობას იგივე  პრობლემა აქვს, რაც საქართველოს სხვა კუთხეებში. მომავალ წელს წნორს წყალი ექნება და მოსახლეობა  ცისტერნებით აღარ იყიდის!  წიგნიც ,,გაჩნდა“- ცოდნის კაფე გაიხსნა..და, ერთიც – ჟან კოკტოს ,,ცრუ თომადან“ მახსენდება: ,,სექტორი პროვინციული ქალაქია, სადაც მეაფთიაქის სახელი უფრო გაჰქუხს, ვიდრე სახელგანთქმული შარკოსი.- ასეთია ცხოვრება!“
თქვენ გაზეთსიღნაღისრედაქტორი ხართ, რომელსაც თითქმის ენთუზიაზმით აკეთებთ. არადა, ამ რაიონს დიდი ტრადიცია აქვს ამ მხრივ14708237_1220635381328812_4353939063516854448_n
– დღეს ალბათ ყველა მუნიციპალიტეტს გააჩნია მედიის სხვადასხვა საშუალება. სიღნაღში გაზეთი ერთ დროს კვირაში სამჯერ გამოდიოდა და ყველა ოჯახი იწერდა. მუნიციპალიტეტის ავ-კარგს სწორედ გაზეთით უნდა იგებდეს იქაური მაცხოვრებელი. გაზეთს უნდა ჰქონდეს სრული  ბაზა და რესურსი, რომ იარსებოს. 6 წელიწადი ვიყავი წნორის „რადიო 105“-ის მენეჯერი. მაუწყებლობას აშშ-ის საელჩო აფინანსებდა და  მაშინ, იმ წყვდიადში, კახეთის რეგიონში თავისუფლებისა და სულიერების ნათელი წერტილი გახლდათ!
გაზეთი ,,სიღნაღი“ ორფურცლიანია და 400 ცალი გამოდის.  გაზეთს გამგებლის წარმომადგენლები არიგებენ მოსახლეობაში.
სიღნაღის გამგეობის კულტურის სამსახურში მუშაობთრატომღაც მგონია, რომ სიღნაღის ტურისტულ ქალაქად ქცევამ თავისი უარყოფითი მოუტანა ქალაქს და ადგილობრივი შემოქმედი ადამიანები ჩრდილში მოაქცია
– სანამ საქართველოში თითოეულ დარგს პროფესიონალი არ ეყოლება, არაფერი გვეშველება. რაც შეეხება ტურისტულ სიღნაღს, დადებითიც აქვს და უარყოფითიც. მგონია, რომ  ადგილობრივი შემოქმედი ადამიანები ყოველთვის ჩრდილში არიან. სულ ცოტა ხნის წინ  დამტკიცდა  კულტურის სახელმწიფო სტრატეგია. მასში  ბევრი რამ კარგი რამაა ჩადებული რეგიონალური კულტურის განვითარებისათვის. ასე რომ,  სურნელოვანი პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და არა  ნალბანდმა!
დღეს სოფლად მუშაობა და ცხოვრება, ალბათ, ძნელია…
– შემოქმედი ადამიანისათვის ალბათ, ძნელია დღეს რაიონში ცხოვრება და ყოფნა. რაღაც ჩარჩოები უნდა მოირგო, აკეთო ის, რაც შენთვის მეორეხარისხოვანია, ძალაუნებურად მიჰყვე ყოველდღიურობას და აღარ გყოფნის დრო, რაიმე დაწერო ან შექმნა.
– საქართველოში სოფლები ცარიელდება, მოსახლეობა ქალაქებში გადადის საცხოვრებლად, ან უცხოეთში მიემგზავრება. დაცარიელებული სოფლების ტერიტორიები კი უპატრონოდ რჩებაამ პრობლემაზე რამდენიმე წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოში აშენდეს 21- საუკუნის თანამედროვე სოფლები, ყველაფრით უზრუნველყოფილი და დასაქმების პირობებითეს, რა თქმა უნდა, კარგი აზრია, მაგრამ მანამდე ალბათ აშენებული სოფლების მიხედვა და აღორძინებაა საჭიროთქვენ რას იტყოდით?14715637_1220634894662194_6920930904139447590_o
– ერთ დროს სახელმწიფო პოლიტიკამ ხევსურეთი და  ფშავი დააცარიელა! წლების მანძილზე ბარის სოფლებიც თითო-თითოდ ქრება და ნახევრდება. ამ სატკივარზე წერდნენ: ნიკო ლორთქიფანიძე, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი, ძმები ჭილაძეები… მწერლის სიტყვა მთელ ქვეყანას გადასწვდება ხოლმე შეძახილად და გამოსაფხიზლებლად, მაგრამ…      გოდერძი ჩოხელის ფილმიც ,,ადგილის დედა“ ხომ ამ ტკივილს ეხმიანებოდა. ოჯახების  მატერიალური გადარჩენისათვის დიდ ქალაქებში, უკეთეს შემთხვევაში –  საზღვარგარეთ გარბიან. პრობლემა პრობლემად რჩება.  გახსოვთ მანანა ჩიტიშვილი?
,,ჩამქრალ ერდოებს ჭოტი უკივის
და კარს ჯვრის სახედ აკრავს ფიცარი
და მოძალადე თურქ-სელჯუკივით
გრძელ კიბეებზე არბის ჭინჭარი.“

რა ვიცი, იქნებ ამიტომაც ვცხოვრობ აქ…

                                                                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი                                                                                                                                                                 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები