26 მაისის საქმეზე მერაბიშვილის პროცესი 24 იანვარს განახლდება

  26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 იანვარს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. პროკურორებს უჭირთ დაკონკრეტება, თუ როდის დაიკითხება 26 მაისის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ნინო ბურჯანაძე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე პროკურატურის 8 მოწმე დაიკითხა. დღევანდელი პროცესი ვანო მერაბიშვილმა მისი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები