სროლა ახმეტის ბაზარში – დაჭრილია ორი პირი
ახმეტაში, ბაზრის მიმდებარე ტეროტორიაზე მამაკაცმა შურისძიების მიზნით ერთი პირი დაჭრა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცლის არეში აქვს მიყენებული.
“კვირას“ ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი გამვლელი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს.